რეზონანსი
13.05.2024

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტში ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან ვერ დაიგეგმება, რადგან ხვალ კანონპროექტი მიიღება მესამე მოსმენით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება საკითხთან დაკავშირებით დისკუსიებისთვის მზად არის.

"ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და, მესამე მოსმენის ფარგლებში, ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში.

მართალია, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მე, კიდევ ერთხელ, მინდა, მას მოვუწოდო, რომ იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა აქამდე. თქვენ ყველამ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, მას უწერდნენ ან ენჯეოები, ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ბერკეტი ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება, ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობა.

არის 2 კვირა 14 მაისიდან 28 მაისამდე. ამ ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა, არ ვიცი, თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, რაც გუშინ უკვე დააფიქსირა, ამ შემთხვევაში, გართულდება ეს პროცესი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობასა და ღიაობას დისკუსიისთვის," - აცხადებს პრემიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×