რეზონანსი
16.06.2024

ჰამბურგის ცენტრში ევროპის ჩემპიონატის მატჩის, პოლონეთი-ნიდერლანდების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს წერაქვით შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებს ემუქრებოდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი „მოლოტოვის კოქტეილისთვის" ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა, რა დროსაც მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.

მედიის ცნობით, ინციდენტი ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერთა ზონის მახლობლად მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×