რეზონანსი
21.06.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კირცხალია კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აღნიშნული კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციასა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას.

„ყველა ასაბუთებს ამ კანონის მიღებას იმით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მათი სუვერენული სიმყარისთვის და მათი სუვერენული უსაფრთხოებისთვის. ზუსტად იგივე მიზნები გვამოძრავებს ჩვენც და კიდევ ერთხელ ლეგიტიმური კითხვები გვიჩნდება - როგორ შეიძლება ის, რაც მათ ქვეყანაში დემოკრატიას ემსახურება, საქართველოში დემოკრატიას უთხრიდეს ძირს?!“ - აღნიშნა კირცხალიამ.

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×