რეზონანსი
12.05.2024

ნება მომეცით, გავიმეორო, რაც ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს: იმ შემთხვევაში, თუ ამ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი, არსებული ფორმით, შეუსაბამოა იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რასაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ვიზიარებთ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, გამოიძებნება გზა იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. მესამე მოსმენა დაგეგმილია შემდეგ კვირაში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კანონპროექტის გაწვევის შესაძლებლობა და თუკი ეს არ მოხდა, ყველა პროცედურული შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის არსებული ფორმით მიღება. იმ შემთხვევაში, თუ კანონის მიღება მოხდება, სამწუხაროდ, ევროკავშირს ჩვენ წევრ სახელმწიფოებს, სხვა გზა არ ექნება, გარდა უარყოფითი რეაქციის გამოხატვისა“, - აღნიშნა ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×