რეზონანსი
21.06.2024

გონჩარენკომ მიხედოს საკუთარ ქვეყანას - საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევის სრულიად ამორალურმა მცდელობამ რომ ფიასკო განიცადა, დგანან და ენას რომ ძვალი არ აქვს ტყუილების ტირაჟირებას ახდენენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ცოდვებს მიხედონ".

„გონჩარენკომ მიხედოს საკუთარ ქვეყანას, რომელიც არის უსაშინლეს ომში ჩართული, რომელიც არის ოკუპაციის მსხვერპლი. საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევის სრულიად ამორალურმა მცდელობამ რომ ფიასკო განიცადა და ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა დგანან და ენას რომ ძვალი არ აქვს ტყუილების, დეზინფორმაციის და სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ. საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ცოდვებს მიხედონ," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს.

„რატომ არ არის ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში? ის სრულად უჭერს მხარს რუსულ რიტორიკას და უკვე იმავეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი" - განაცხადა გონჩარენკომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×