რეზონანსი
28.05.2024

27 მაისს, 69 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მას მეგობრები, კოლეგები და რიგითი მაყურებლები დიდი სიყვარულით იხსენებენ და ემოციურად ემშვიდობებიან.

„რუსთავი 2“-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ რუბრიკაში ტრისტან სარალიძის შესახებ ისაუბრა მისმა კოლეგამ და მეგობარმა – ბესო ბარათაშვილმაც. მათ იუმორისტულ დუეტს კარგად იცნობს მაყურებელი სატელევიზიო პროექტიდან „სიცილის ზონა“.

„არიან ადამიანები, რომლებსაც არ ივიწყებს არც ქვეყანა და არ ივიწყებენ არც ახლობლები, სწორედ ასეთი ადამიანია ტრისტანი – მას ყოველთვის გაიხსენებენ. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი... მიჭირს იმის წარმოდგენაც, რომ ტრისტანი აღარ არის.

სხვადასხვა თეატრში ვიყავით, მაგრამ ტრისტანს ადრეც ვიცნობდი. გადაცემით „სიცილის ზონა“ ძალიან დავახლოვდით, სულ ერთად ვიყავით. ძალიან მიჭირდა ხოლმე და ისე ამომდგომია გვერდში, არ ვიცი… გადასარევი მსახიობი იყო. რომ იტყვიან, ფრთამოტეხილი ვარ, სხვა რა გითხრათ?!“ – ამობს ბესო ბარათაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×