გუშინ, შვედეთში ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ქართველი კონკურსანტი ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა. 2016 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ფინალშია. 11 მაისს 23:00 საათზე ნუცა ბუზალაძე 24-ე ნომრად იმღერებს.
ცოტა ხნის წინ, საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე, როდესაც მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში ბუზალაძეს, როგორც სხვა არაერთ ქართველ ვარსკვლავს, პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ.
მოგვიანებით გავრცელდა „სქრინი“, სადაც ბუზალაძე წერდა, რომ „ევროვიზიაზე“ მონაწილეობის გამო, მას არ ჰქონდა პოზიციის დაფიქსირების საშუალება. მოგვიანებით კომენტარი წაშალა.
"ჩვენ არაფერი გვითხოვია ნუცა, შენით იბრალებ რაღაცებს. ამდენი ხანია ჩუმად ხარ და კიდევ "ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო. იმ კონკურსს, რუსეთი რომ გამოთიშა ომის გამო? სულელები გგონივართ? თქვი სიმართლე, რატომ არ იღებ ხმას, ისედაც ხომ ვიცით, ჩვენო „ზალატაია“ - მსგავსი კომენტარები ნუცას „ინსტაგრამის“ გვერდზე დღემდე იძებნება.
გუშინ, კონკურის მიმდინარეობის დროს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა ისევ დაიძაბა, რის გამოც, საზოგადოების ნაწილი ღიად წერდა, რომ ახლა "ევროვიზიის“ დრო ნამდვილად არ იყო. წინა წლებთან შედარებით, წელს ნაკლებად შეხვდებოდით კრიტიკულ პოსტებსაც, მოსახლეობამ დუმილი არჩია...
"აი, მართლა რა „ევროვიზია“ და რის ნუცა ბუზალაძე, როცა ხალხს სახლებთან ხვდებიან და სცემენ... როცა ქალს ავტობუსის გაჩერებიდან თმებით იჭერენ, ძირს აფორთხიალებენ და ისე აკავებენ?...“ - წერდნენ სოციალურ ქსელში.
ნუცას გულშემატკივრების ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ კონკურსზე მომღერალი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებდა, მინიმუმ იტყოდა, სიტყვა ევროპას მაინც ახსენდება, თუმცა მომღერალმა გამოსვლის დასასრულს მხოლოდ ორი სიტყვა თქვა, "მიყვარხარ საქართველო..."
ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე