რეზონანსი
11.05.2024

მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს იმ სივრცის ნაწილი, სადაც არის სამართლიანობა, მორალი, მშვიდობა, კეთილდღეობა, თავისუფლება.

„საქართველო უნდა გახდეს იმ სივრცის ნაწილი, სადაც ადამიანებს არ სცემენ, სადაც სახელმწიფო არ არის დაკავებული საკუთარი მოქალაქეების ტერორით, ჩვენ უნდა გავხდეთ ამ სივრცის ნაწილი. ჩვენ ვიქნებით თავისუფალი ევროპის თავისუფალი მოქალაქეები, ან ჩვენ ვიქნებით იმ სახელმწიფოში, სადაც ასეთი სახით, ასეთი იარებით ივლიან ადამიანები. ჩვენ ვდგავართ გზაგასაყარზე - არჩევანი არის ძალიან მარტივი, ან ჩვენ ვინარჩუნებთ თავისუფლებას, ან ჩვენ ვკარგავთ თავისუფლებას. ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვართ შეკრებული საქართველოს თავისუფლების დასაცავად, უამრავი ადამიანი არის, ან ნაცემი, ან დაკავებული, ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა მათ, კიდევ ერთხელ უნდა მოვთხოვოთ რუსეთის მარიონეტ ხელისუფლებას, გამოუშვან დაკავებული პოლიტიკური პატიმრები. გამოუშვით! ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი საუბარი და ყვირილი არ შეიძლება, ამიტომ კიდევ ერთხელ, ხალხო, ხვალ ყველა უკლებლივ, ვინც დღეს აქ ვართ, ვკიდებთ ხელს მინიმუმ ერთ ადამიანს და ვუთენებთ საქართველოს, ვუთენებთ თავისუფლებას, ვუთენებთ ჩვენს შვილებს, ვუთენებთ ჩვენს სტუდენტებს, ვუთენებთ ჩვენს მომავალს, ვუთენებთ ჩვენს თავისუფლებას", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×