რეზონანსი
23.05.2024

მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში" ექსპრეზიდენტის საქმეზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში.

„მე თვითონ მომხრე ვარ და ხელისუფლების პოზიციასაც გეტყვით, რომ ბუნებრივია, რომ არცერთ შემთხვევაში არ არის სააკაშვილი ისეთი ვინმე, რომელსაც ეკუთვნის რაღაც განსაკუთრებული პრივილეგია. როგორც საქართველოში თითოეულ პატიმარს აქვს უფლება მოიხადოს სასჯელი, ისეთივე უნდა იყოს მისი უფლება, ყოველგვარი პრივილეგიის გარეშე. თუ მას არ სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ის უნდა იმყოფებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ამის ანიც და ჰოეც", - განაცხადა სარჯველაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×