რეზონანსი
24.06.2024

ძალიან დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროპულ ოჯახში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია და ამ სურვილს 100%-ით გამოხატავს ჩვენი ხელისუფლება, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დღეს ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა იმ პირს, ვინც მსჯელობს ამ საკითხებზე, საბოლოო ჯამში მოუწევს იმასთან შეგუება, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რომელსაც გზა ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ პირდაპირ კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი და ერთი წამითაც ამ გზისთვის არ გადაუხვევია, აქვს უფლება ჰქონდეს ისეთივე კანონი გამჭვირვალობაზე, როგორიც მიიღო ევროკავშირის წევრმა საფრანგეთმა, დემოკრატიული დასავლეთის გამორჩეულმა ქვეყანამ კანადამ, ისრაელმა, როგორიც წლებია მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლამის 80 წელია", - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დღესაც რამდენიმე თავით უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას, იმ ქვეყნების ჩათვლით, ვისთანაც მოლაპარაკების გახსნის წინასწარი გადაწყვეტილება იყო მიღებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×