რეზონანსი
23.05.2024

თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე სროლა იყო. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.

ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტში შესული კლიენტი ამ ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა. სავარაუდოდ, ის ნასვამი იყო. დაპირისპირების შემდეგ მან მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოთ ისროლა, ტყვია კი გამვლელს მოხვდა. დაჭრილი, კლინიკაშია გადაყვანილი.

ინფორმაციას ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროსი ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა, "მთავარის" ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც უმისამართოდ ისროლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×