რეზონანსი
22.06.2024

ვარ­კე­თილ­ში, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი 19 წლის ახალ­გაზ­რდა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შაკო ისა­ე­ვის გა­დარ­ჩე­ნას ექი­მე­ბი 15 ივ­ნი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცდი­ლობ­დნენ. ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში თა­ვის უმ­ძი­მე­სი ტრავ­მით შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდამ ვარ­კე­თილ­ში, ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვის დროს მი­ი­ღო.

ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი. გა­მო­ძი­ე­ბა 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამბობენ, რომ ქუ­ჩურ გარ­ჩე­ვა­ში 3-ზე მეტი პირი იყო ჩარ­თუ­ლი.

„ორი­ვე ძმა ნა­ცე­მია, უფ­როსს ძმას გა­უ­მარ­თლა უბ­რა­ლოდ, უბ­რა­ლოდ შა­კუ­ნა არ და­ინ­დეს, ჯგუ­ფუ­რად სცე­მეს. 10-15 კაცი სცემ­და მგო­ნი. ტან­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ბავ­შვს არ ჰქონ­და, თავ­ზე ჰქონ­და, ანუ თავ­ში ურტყეს", - ამ­ბობს ოჯა­ხის წევ­რი „ტვ პირ­ველთან".

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლის­ში ჯგუ­ფუ­რად, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, და­კა­ვე­ბულ 3 პირს ბრალ­დე­ბას და­უმ­ძი­მებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი 15 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ლ" ქვე­პუნ­ქტით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ და პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით - პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. სა­მი­ვე და­კა­ვე­ბულს წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×