რეზონანსი
20.05.2024

 ის, რომ 850 ათასი ლარი იყო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის საფეხბურთო ნაკრებისთვის, სასიხარულოა, რომ ეს თანხა დამატებით გაიზარდა და სამი მილიონი ლარი გადაეცემა ჩვენს ფეხბურთელებს, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება. ამასთან, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება.

„ჩვენი გულშემატკივრის წვლილი ძალიან დიდია იმ გამარჯვებაში, რომელიც უკვე მოვიპოვეთ, მაგრამ როგორც მთავარმა მწვრთნელმაც, ფეხბურთელებმაც აღნიშნეს, ჩვენ იქ ტურისტებად ნამდვილად არ მივდივართ და კიდევ ვაპირებთ ევროპის გაკვირვებას. ამიტომ, გვინდა, რომ წარმატებული იყოს. ჩვენი გულშემატკივრით, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი შანსი გვაქვს, იმიტომ, რომ ეს უკვე გამოჩნდა ჩვენს ბოლო შეხვედრებში.

ის, რომ 850 ათასი ლარი იყო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის საფეხბურთო ნაკრებისთვის, სასიხარულოა, რომ ეს თანხა დამატებით გაიზარდა და სამი მილიონი ლარი გადაეცემა ჩვენს ფეხბურთელებს",-აღნიშნა დავით მუჯირმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×