რეზონანსი
20.05.2024

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, სავარაუდოდ, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ. პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შესულია - დღეს ის ბიუროს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც განსახილველად გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მომდევნო კვირაში კი პლენარულ სხდომაზე მას დაძლევენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა კანონზე ვეტოს დადებით ჩაკეტა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაძლო დისკუსიების სივრცე.

"ვეტო არის ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ აისახოს ეს კანონში და ვხედავდით ჩვენ მზაობას ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისგან და სალომე ზურაბიშვილმა ესეც ჩაკეტა. [...] არ ვიცი საიდან რა დავალებებს იღებს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის იმედი და ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში ჩაკეტა წინსწრებით სალომე ზურაბიშვილმა. ახლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვისი დავალებით მოქმედებს", - თქვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×