რეზონანსი
20.05.2024

მე გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგოდ შინაარსობრივი, სამართლებრივად გამართული არგუმენტი არ მომისმენია. შეიძლება იყოს კონკრეტული პოზიცია კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს უკეთესია, ეს სხვანაირად გაიწეროს და ა.შ., მაგრამ კანონის არმიღების სამართლებრივად გამართული კონტრარგუმენტი მე არ მომისმენია, - ამის შესახებ „ანრი ოხანაშვილმა" დღის ქრონიკაში განაცხადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ერთი კანონი არ წყვეტს ქვეყნის პროევროპულობას.

„ერთ კანონზე დადის პარტნიორებთან ურთიერთობა? ეს რა დამოკიდებულებაა სუვერენული სახელმწიფოსადმი? როგორც შეიძლება ერთი კანონი წყვეტდეს ქვეყნის კურსს? ეს სრული ნონსენსია. ჩვენ პარტნიორებთან ვრჩებით პარტნიორულ ურთიერთობაში. აქ გასარკვევი არაფერია. ყველამ პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. შეიძლება იყოს საკითხები, სადაც შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ ვართ გაერთიანებულები საერთო ღირებულებების ირგვლივ. საერთო ღირებულებები ნიშნავს ერთმანეთის აზრის პატივისცემას, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ერთმანეთთან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განსხვავებულ ღირებულებებს ვიზიარებთ", - მიიჩნევს ოხანაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×