რეზონანსი
22.05.2024

გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება.

სუნაკის თქმით, მან უკვე მიმართა მეფე ჩარლზ მესამეს პარლამენტის დათხოვნის მოწოდებით და მონარქმა დააკმაყოფილა ეს თხოვნა.

გეგმის მიხედვით, ის 2025 წლის იანვრის მიწურულამდე უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერ კიდევ იანვარში, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში გაიმართებოდა, რაც პირველი ივლისის შემდგომ პერიოდს მოიცავს.

როგორც „ბიბისი" წერს, თემთა პალატაში მისულ პრემიერს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით დღეს კითხვა დაუსვა შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრმა, სტივენ ფლინმა. პარლამენტიდან დაუნინგ სტრიტზე დაბრუნებულმა რიში სუნაკმა კი მინისტრთა კაბინეტის წევრები დაიბარა. არჩევნების ნაადრევად გამართვის გადაწყვეტილება რიში სუნაკმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×