რეზონანსი
22.05.2024

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა გააკრიტიკა ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის გადაწყვტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ევროპის რიგი ქვეყნების განზრახვა აღიარონ პალესტინის სახელმწიფო ტერორისთვის ჯილდოა", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

„ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც შეეცდება 7 ოქტომბრის თავდასხმის განმეორებით განხორციელებას და ამას ჩვენ არ დავეთანხმებით. ამ ბოროტებას სახელმწიფო არ უნდა მიეცეს. ტერორისთვის ჯილდო არ მოიტანს მშვიდობას და ასევე არ შეგვიშლის ხელს „ჰამასზე" გამარჯვებაში", - დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება სამივე ქვეყანაში 28 მაისამდე მიიღება.

ისრაელმა ეს ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასა და სამივე ქვეყნიდან ელჩები გაიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×