რეზონანსი
10.05.2024

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან­მა და­ტო­ვა, მათ შო­რის არის ეკა ამი­რე­ჯი­ბი. მან ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფრაგ­მენ­ტი მულ­ტფილ­მი­დან "სიზ­მა­რა" და და­წე­რა: "ამას სიკ­ვდი­ლი, იმას ჩა­მოხ­რჩო­ბა!"

რო­გორც მისი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან" ჩანს, ის პრო­ტესტს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო აქამ­დეც გა­მოთ­ქვამ­და და ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლახ­ლა ინი­ცი­ი­რე­ბის გამო შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე წერ­და:

"რო­დე­საც ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­წო­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბას ასე ხდე­ბა. ყრუ კე­დე­ლი... რო­მე­ლიც თით­ქოს ადა­მი­ა­ნე­ბის ხმას აღარ ატა­რებს.

"მშვი­დო­ბის ქა­ლაქს", "ევ­რო­პულ ქა­ლაქს" რო­გორც თვი­თონ უწო­დებთ ხოლ­მე ხში­რად, შე­გიძ­ლი­ათ თქვენ თვი­თონ და­უბ­რუ­ნოთ სიმ­შვი­დე, და­უბ­რუ­ნოთ გა­ზა­ფხუ­ლი, სტუ­დენ­ტე­ბი კი და­უბ­რუ­ნოთ ლექ­ცი­ებს აუ­დი­ტო­რი­ებ­ში. პირ­ველ რიგ­ში, თქვენ ხართ ვალ­დე­ბუ­ლი ამ ბეწ­ვის ხიდ­ზე რაც დღეს შე­იქ­მნა, ყვე­ლა­ზე ფრთხი­ლად და უსაფრ­თხოდ გა­ა­ტა­როთ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა", - წერ­და ამი­რე­ჯი­ბი 1-ელ მა­ისს.

უფრო ად­რინ­დელ პოს­ტში კი ვკი­თხუ­ლობთ:

"ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა იწო­ნებს ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. სხვა - არა­ვინ. თუნ­დაც მო­ზამ­ბი­კუ­რი და­ვარ­ქვათ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×