რეზონანსი
10.05.2024

და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი ვი­დე­ოგ­რა­ფი­სა და „ინფლუ­ენ­სე­რის" გი­ორ­გი ჯო­ბა­ვას ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ის მო­მი­ტინ­გე­ებს ჩა­ი­თა და ყა­ვით ამა­რა­გებ­და. ჯო­ბა­ვა და მისი მე­უღ­ლე სალი წვე­რა­ვა ყო­ველ სა­ღა­მოს აქ­ცი­ა­ზე სა­კუ­თა­რი სახ­ლი-მან­ქა­ნით მი­დი­ოდ­ნენ და იქ შეკ­რე­ბი­ლებს უფა­სოდ უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ.

ისი­ნი ასე­ვე სახ­ლი-მან­ქა­ნა­ში დარ­ჩე­ნას სთა­ვა­ზობ­დნენ აქ­ტი­ვის­ტებს, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლაქ­ში რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და თბი­ლის­ში და­სარ­ჩე­ნი არ ჰქონ­დათ.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათ მან­ქა­ნას ჩა­უმტვრი­ეს მი­ნე­ბი, ასე­ვე დაჭ­რი­ლია სა­ბუ­რა­ვე­ბი. სალი წვე­რა­ვა მომ­ხდა­რის შემ­დეგ „ინ­სტაგ­რამ­ზე" წერს:

„ჩვენს სახლ-მან­ქა­ნას თავს და­ესხნენ უც­ნო­ბი პი­რე­ბი, ჩა­ლე­წეს შუ­შე­ბი, დაჭ­რეს სა­ბუ­რა­ვე­ბი, წა­ი­ღეს მან­ქა­ნის ნო­მე­რი, მოკ­ლედ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია მან­ქა­ნა. საქ­მე გა­და­ცე­მუ­ლი აქვს პო­ლი­ცი­ას. მან­ქა­ნა გა­დაყ­ვა­ნი­ლია პო­ლი­ცი­ის ეზო­ში. არა­ფერ­ში არ წე­რია ასე­თი მავ­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ დაგ­ვიმ­სა­ხუ­რე­ბია. ეს სახ­ლი-მან­ქა­ნა რას ნიშ­ნავს ჩვენ­თვის, ჩვენ­მა გა­მომ­წე­რებ­მა კარ­გად იცით, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვე­ლო­დე­ბით მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მთე­ლი გული, სული და რე­სურ­სი ჩავ­დეთ ამ სახ­ლი მან­ქა­ნის გა­კე­თე­ბა­ში, უდი­დე­სი იმე­დი გვაქვს, რომ მალე გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი და და­ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს სახ­ლს!" - წერს სალი წვე­რა­ვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×