5 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედი“ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. როგორც სხვადასხვა მედია წერდა, არხიდან წასულთა შორის იყვნენ ძირითადად, გასართობი გადაცემების წამყვანები, მათ შორის "იმედის დილისა“ და "პრაიმშოუს“.
სიაში მოხვდნენ დილის გადაცემის წამყვანები - ეკა ამირეჯიბი, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი. რაც შეეხება "პრაიმშოუს“ - ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი.
"იმედის" იმ წამყვანებში, ვინც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს, იყვნენ ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი.
"ბავშვებს ხელს ნუ ურტყამთ", - წერდა ნინი, ხოლო სალომე ღვინიაშვილმა "ინსტაგრამის" სთორიში, დარბევის დროს გადაღებულ ვიდეო გაავრცელა.
ამის შემდეგ კარგა ხანი დუმდა როგორ ტელეკომპანია "იმედი", ასევე "პრაიმშოუს" წამყვანები. ახლა კი გაირკვა, რომ ნინი ბადურაშვილსა და სალომე ღვინიაშვილი "არხზე მუშაობას აგრძელებენ. ის, რომ გადაცემა და ტელეკომპანია "იმედი“ არ დაუტოვებია, ბადურაშვილმა "ამბებსაც" დაუდასტურა, დასმული კითხვის საპასუხოდ - დატოვა თუ არა ტელეკომპანია:
"არა, არა, მშვიდობაა, ყველაფერი კარგად არის... სხვა არაფერი მკითხოთ" - თქვა "პრაიმშოუს" წამყვანმა.
ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე