რეზონანსი
20.05.2024

პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას და მოდიფიკაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გონივრული ნაბიჯი იქნება ვეტო არ დაიძლიოს და კანონი არ ამოქმედდეს.

„ერთადერთი გონივრული ნაბიჯი ამ ვეტოს არგადალახვა და კანონის არამოქმედება იქნებოდა. თუმცა უმრავლესობა უკვე ამბობს, რომ ვეტოს გადალახავს და ამით ძალაში შევა მოღალატეობრივი და მავნებლური რუსული კანონი, რომლის მიზანია საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×