რეზონანსი
25.06.2024

ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა დღეს, 25 ივნისს, მოხდა. როგორც გამოცემას ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ უთხრა, რომ პოლიციელი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიცია გამოიძახეს.

გამოცემა წერს, რომ პოლიციელი მძიმედ დაჭრილი არ არის, ის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარს ადასტურებენ შსს-ში და ამბობენ, რომ თავმდასმხელი უკვე დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×