რეზონანსი
28.06.2024

დუშეთის ბაზარში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება - ავთუკა უნდილაშვილი ჯერ-ჯერობით დუმს.

„ტვ პირველის" ცნობილით, სახლიდან არის გაქცეული დაკავებული მამაკაცის ბაბუა - ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ სწორედ პენსიონერ კაცს ჰქონდა დაპირისპირება ბაზარში დასაქმებულ ერთ-ერთ მუშასთან და სწორედ ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთო დაკავებულიც, რაც საბოლოოდ სისხლიანი ანგარიშსწორებით და უდანაშაულო გამშველებლის მკვლელობით დასრულდა.

24 წლის კაცმა 51 წლის კაცი დანით მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

სისხლიან ანგარიშსწორებას წინ დაპირისპირება უძღოდა. დაკავებულია ავთუკა უნდილაშვილი, რომელიც თავის მხრივ ბაზარში მას შემდეგ მივიდა, რაც ბაბუას, ვოვა ზარაპოვს ერთ-ერთ დაქირავებულ ხელოსანთან კონფლიქტი მოუვიდა.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულმა ავთუკა უნდილაშვილმა ხელოსანი სცემა, მოკლული, ბესო სინჯარაძე კი იმ დროს დაიჭრა, როცა დაპირისპირებულ კაცებს, ერთმანეთისგან აშველებდა. მას ორი ჭრილობა მუცლისა და გულის არეში აქვს მიყენებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×