რეზონანსი
06.07.2024

EURO 2024-ის საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად იასპარეზა, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სხვადსხვა საფეხბურთო კლუბების სოციალურ ქსელში აქტიურობა, რომლებიც თავიანთ წევრ ქართველ ფეხბურთელებს სხვადასხვა მხარდამჭერი პოსტებით გულშემატკივრობდნენ.

ამ კუთხით განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა ესპანური „ლევანტე", რომელშიც ამჟამად ეროვნული ნაკრების ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს.

ვალენსიური კლუბი ქოჩორაშვილის მხარდამჭერ პოსტებს Facebook-ზე, [რომელიც მეტწილად ქართულადაც იყო დაწერილი] ათასობით ქართველი გულშემატკივარის მოწონება და კომენტარი აქვს. ქართველი გულშემატკივარები „ფეისბუქის" კომენტარებში გვერდის ადმინისტრატორს მადლობას უხდიან.

„მას შემდეგ, რაც შოთა [არველაძეზე] პოსტი დავდეთ და ქართულად წერა დავიწყეთ, პოსტების მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა", - ამბობს „ფორმულასთან" „ლევანტე"-ს ადმინი ხავი დე ლა ოსა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×