რეზონანსი
28.06.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 502,1 ათასი ტონა, რაც 63,3 ათასი ტონით, ანუ 14,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (438,8 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის,  2024 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 251,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 250,4 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 135,6 ათასი ტონა (53,9%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 110,3 ათასი ტონა (43,8%);  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 5,7 ათასი ტონა (2.3%); 

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 261,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 52,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 73,6 ათასი ტონა - 14,7%;  რუმინეთი - 55,9 ათასი ტონა - 11,1%; აზერბაიჯანი - 48 ათასი ტონა - 9,6%; ბელარუსი - 26,9 ათასი ტონა - 5,3%; თურქმენეთი - 13,9 ათასი ტონა - 2,8%; საბერძნეთი - 11,2 ათასი ტონა - 2,2%; კვიპროსი - 6,3 ათასი ტონა - 1,2%; თურქეთი - 2,1 ათასი ტონა - 0,4% და სხვ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×