რეზონანსი
24.06.2024

როგორც ჩანს, კეზერაშვილისგან თანხის ჩარიცხვის პრობლემები აქვთ და სალაროს შევსების ალტერნატიულ გზებს ეძებენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში" „ქრონიკის" ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო სიებში ადგილებს ყიდის.

„ეს ინფორმაცია რომ მართებული აღმოჩნდეს, საერთოდ არ გამიკვირდება, რამეთუ „მკვდარი სულებით" ვაჭრობა „ნაციონალურ მოძრაობაში" აპრობირებული საკითხია. „მკვდარი სულებით" იმიტომ, რომ რეალურად ის [დასახელებული] პირები, არც პარლამენტს მიღმა და არც პარლამენტში არაფრის გამკეთებლები არიან. რეალურად მათი პოლიტიკური წონა არის იმდენად დაბალი, თვითონ პარტიასთან ერთად, 2 მილიონი კი არა, 10 მილიონიც რომ გადაიხადონ, ვერაფრის გაკეთებას შეძლებენ. ეს [ადგილების გაყიდვა] ნაბიჯი მათ [„ნაციონალური მოძრაობის"] ფინანსურ შეჭირვებაზეც მეტყველებს. როგორც ჩანს, კეზერაშვილისგან თანხის ჩარიცხვის პრობლემები აქვთ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ სალაროს შევსების. რამდენ მილიონადაც არ უნდა გაყიდონ ადგილი, საზოგადოებამ კარგად იცის, ვისთან აქვს საქმე და მათი რეიტინგი სულ მალე დაფიქსირდება არჩევნებზეც", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ქრონიკის" ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო. მომლაპარაკებელი ლევან ხაბეიშვილია. ის უკვე ესაუბრა კახა ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლეიშვილს, ცეზარ ჩოჩელსა და ზაზა ოქუაშვილს, რომლებიც სიაში ჩასმის სანაცვლოდ, 2-2 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×