რეზონანსი
25.06.2024

პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი ევროპელი ლიდერების განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე საუბრობენ. მაჭარაშვილის თქმით, ევროპული საერთაშორისო ინსტიტუციების კვლევების მიხედვით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატ და ზოგიერთ წევრ ქვეყანას ჯობნის რიგ საკითხებში, აქედან გამომდინარე დეპუტატისთვის გაუგებარია რის საფუძველზე ამბობენ ევროპელი ლიდერები, რომ საქართველოა ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხდა.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების მიხედვით, ევროპულმა საზოგადოებამ ულტრალიბერალურ ძალებს უარი უთხრა. დეპუტატის თქმით, საინტერესოა არჩევნების შედეგების გამო, დასანქცირდება თუ არა ევროპელი საზოგადოება.

„რას ითხოვენ ევროპელი ლიდერები, როდესაც არ ამბობენ, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებულია? ბორელს მაგიდაზე უდევს მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნები, რომელთა მიხედვით საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას და ზოგიერთ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც უსწრებს. რა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ თქვან - საქართველომ შეწყვიტა ევროინტეგრაციის გზაზე სიარული? თუ შეწყვიტა მაშინ, როგორ ფასდება მათივე საერთაშორისო ინსტიტუციებით, რომ გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის და ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო დაწინაურებულია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ეკონომიკური წინსვლაა საქართველოში და ა.შ - ეს ხომ მათი დასკვნებია. ათეულობით მილიონმა ევროპელმა წითელი აუნთო ევროპარლამენტში ულტრალიბერალურ, არასწორ და არატრადიციულ მიმართულებებს - ამ ადამიანებსაც დაასანქცირებენ? რა პასუხი აქვთ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს ევროპის ათეულობით მილიონ მოქალაქესთან? ყველა წამყვან ქვეყანაში წააგო ულტრალიბერალურმა მიმდინარეობებმა და საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოებას რას ერჩიან? ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპული საზოგადოებაც მიხვდა - რას ნიშნავს უსამართლობა და არასწორი მოქცევა. ქართული საზოგადოების არჩევანიც გაკეთებულია, 17 მაისის რეფერენდუმი ამას მოასწავებს და ამიტომ არის ოპოზიცია პოლიტიკურად მკვდარი. ოპოზიციის მიზანია - შექმნან მეორედ მოსვლის ნიშნები, რომლის საფუძველიც არ არსებობს. კიდევ ვიმეორებ, საქართველო არის დაწინაურებული ნებისმიერი მიმართულებით და არ არსებობს არანაირი არგუმენტი, რომ ქვეყანას შეფერხება აქვს ევროინტეგრაციის გზაზე."- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×