რეზონანსი
28.06.2022

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვატიკანში, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადება გააკეთა.

"თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გუშინ მიანიჭეთ სრულიად საქართველოს დიდი ბედნიერება. როცა თქვენი "ავე მარია" გაჟღერდა "სიქსტის კაპელაში", მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ, ევროპის გულში.

ეს არის ის, რაც დღეს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: როცა ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქმეს, ის საქმე გამოდის და გამოდის ყველაზე მაღალ დონეზე.

ეროვნული თანხმობა სხვა არაფერია, სწორედ ეს არის ეროვნული თანხმობა და ამ ეროვნული თანხმობით შემოვაბიჯეთ ევროპაში და ასე შევაბიჯებთ კიდევ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანნი და დავივიწყებთ ქიშპობას," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×