რეზონანსი
24.06.2024

ჩვენ ინტენსიურად ვადევნებთ თვალს ევროპულ პოლიტიკას, იმედი გვაქვს, რომ არ იქნება დაშვებული იგივე შეცდომები, რაც იყო გასულ წელს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, როდესაც შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალური საფუძველი არ იყო სტატუსის მინიჭების გადადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობრები ობიექტურად, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე შეაფასებენ საქართველოს პროგრესს და საქართველოს დღევანდელ მდებარეობას ევროპულ ტრაექტორიაზე.

„საქართველოს აქვს არსებითი პროგრესი, რაც მათივე ანგარიშებშია მოცემული, საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თვითმმართველობა, ესეც მათ ანგარიშებშია მოცემული. საქართველო განაგრძობს სვლას უკეთესი მომავლისკენ, ევროპული მომავლისკენ და ჩვენ ვრჩებით პრინციპულად ერთგულნი იმ გადაწყვეტილებების და იმ ინტერესების რომელიც უპირველეს ყოვლისა ეხება ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვას, განაგრძობს ეკონომიკურ განვითარებას, განაგრძობს სვლას ევროპული მომავლისკენ. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება პოლიტიკას, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს, დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნამდვილი მეგობრები აცნობიერებენ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და იმედია, იმ შეცდომების გამეორება არ მოხდება, რაც იყო წინა წელს, როდესაც გაურკვეველი მიზეზებით მოხდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადავადება", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×