რეზონანსი
23.05.2024

სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ არავითარი პოლიტიკური ნიშნით პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა და მეტიც - ქართულმა სასამართლომ იმოქმედა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, კანონის დაცვით, გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები და კონკრეტულ, დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით გამოიტანა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას და არც კი განიხილა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა . ამიტომ ახლა ეყოთ გამბედაობა, აღიარონ ეს გადაწყვეტილება, თუმცა, ალბათ, დაიწყებენ საუბარს სტრასბურგის სასამართლოს სანქცირებაზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×