რეზონანსი
25.08.2026

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მოადგილეს, ირინა მუდრას აღკვეთის ღონისძიების სახით 60-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუდრა გათავისუფლებას 20 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის შემთხვევაში შეძლებს. სასამართლოს სხდომის შემდეგ მუდრამ განაცხადა, რომ საჭირო თანხის შეგროვებას შეეცდება.

მისი თქმით, თანხის ნაწილი უკვე აქვს, დანარჩენის მოძიებას კი ნაცნობებისა და მეგობრების დახმარებით გეგმავს. კითხვაზე, ჰყავს თუ არა მას მეგობრები, რომლებსაც 20 მილიონი გრივნის გადახდა შეუძლიათ, მუდრამ აღნიშნა, რომ 17 წელია მუშაობს და ამ დროის განმავლობაში „საკმარისი კონტაქტები“ დააგროვა. მისივე თქმით, ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებს შეაფასებენ და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, ირინა მუდრას წინააღმდეგ გამოძიებას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა აწარმოებენ. უწყებების განცხადებით, საქმე მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო სქემას ეხება. გამოძიების ინფორმაციით, მუდრა იმ პირთა ჯგუფში შედიოდა, რომლებიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზებაში იყვნენ ჩართული. საუბარია დაახლოებით 150 მილიონ გრივნაზე, ანუ დაახლოებით 3,3 მილიონ დოლარზე ნაღდი ფულის სახით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×