რეზონანსი
25.08.2026

უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ვატიკანის წამყვანმა დიპლომატმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ გალაგერმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ომი ახალ მსხვერპლს იწვევს და მომავალ მორიგებას კიდევ უფრო ართულებს. აუცილებელია დიპლომატიური და პოლიტიკური მუშაობისთვის პირობების შექმნა", - განაცხადა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ლავროვთან შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხები განიხილა.

„განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ბავშვების ოჯახებში დაბრუნება, ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების მდგომარეობა, ოჯახების გაერთიანება და დაჭრილების დახმარება. ეს საკითხები ჰუმანიტარული კრიტერიუმების ფარგლებში განვიხილეთ, მათი პოლიტიზების თავიდან აცილებით", - აღნიშნა მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×