რეზონანსი
23.08.2026

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან, თუ ორივე ლიდერი იქ იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„სამიტამდე ჯერ დიდი დროა. თუ ლიდერები ერთსა და იმავე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ისინი აუცილებლად შეხვდებიან და ისაუბრებენ", - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, შესაძლო შეხვედრის შესახებ კრემლს სიგნალი ჯერჯერობით არ მიუღია.

„უნდა დაველოდოთ. სამიტამდე სამი თვეა. წინ ბევრი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიება გვაქვს", - აღნიშნა უშაკოვმა.

ცნობისთვის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი ჩინეთის ქალაქ შენჭენში, 18-19 ნოემბერს არის დაგეგმილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×