
ოპოზიცია არის დაშლილი, მიზეზი კი არის ის, რომ დასუსტებულია, ამ დროს იმუნური სისტემა მთლიანად ინგრევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოპოზიცია დასუსტებულიყო.
„დაქვეითებულია მათი იმუნიტეტი და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აისახება იმ კონფლიქტებში, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ვხედავთ.
ეს კონფლიქტები არის ოპოზიციის სისუსტის შედეგი. ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა", - განაცხადა კობახიძემ.