რეზონანსი
24.08.2026

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს, - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარის სისტემების შეძენას მოხმარდება.

კომისიის ცნობით, შეიარაღების შესყიდვების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებისგან განხორციელდება.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. დღეს, 6.1 მილიარდი ევრო დავამტკიცეთ. მაშინ, როდესაც რუსეთი თავის შეტევებს აძლიერებს, ჩვენ ძალისხმევას ვაძლიერებთ, რათა უკრაინას ხალხისა და საჰაერო სივრცის დაცვაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×