რეზონანსი
25.08.2026

„ტერაბანკის“ აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის ბანკის აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას თავად „ტერაბანკი“ ავრცელებს. ბანკის განმარტებით, ტრანზაქციის დასასრულებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავენ და მესაკუთრის ცვლილება მხოლოდ მარეგულირებლის თანხმობის მიღების შემდეგ შევა ძალაში.

AGE S.A. სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ გაერთიანებას - „არინს გრუპს“ უკავშირდება, რომლის ეკოსისტემაშიც „არდშინბანკი“ შედის. „ტერაბანკის“ განცხადებით, ინვესტიცია ჯგუფის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ნაწილია, საქართველო კი რეგიონული განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად შეირჩა.

„ტერაბანკში“ აცხადებენ, რომ ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის შემოსვლა ბანკს ზრდისა და ქართული ბიზნესისთვის ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

„ტერაბანკი“ აქტივების მიხედვით საქართველოს მეექვსე უმსხვილესი კომერციული ბანკია. 2026 წლის ივლისის მონაცემებით, მისი აქტივები 2.27 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი კი 1.72 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლის პირველ შვიდ თვეში ბანკმა 18 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

ტრანზაქციის დასრულება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×