რეზონანსი
01.07.2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ანგარიში ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი და ყველა სტრატეგია 12 პუნქტიანი გეგმის ხელშეშლას უკავშირდება:

"არ არსებობს დღეს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც დღეს მიმოხილული არ ყოფილა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც იქმნებოდა საგნობრივი, მცირედი ანალიტიკა მაინც მოცემული. მათი მთავარი სტრატეგია 12 პუნქტიანი გეგმის ხელშეშლას უკავშირდება. ეს არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოში შემდგომი განვითარებისთვის, რასაც დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი აკეთებს,"- მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×