რეზონანსი
01.07.2023

საფრანგეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს 994 ადამიანი დააკავა. ბოლო მონაცემებით, აქციების დროს შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია. დაშავებულთა შორის 79 სამართალდამცველია.

ქვეყნის ქუჩებში 45 000 პოლიციის ოფიცერია მობილიზებული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამე შედარებით მშვიდი იყო, თუმცა შეტაკებების გარეშე არ ჩაუვლია.

პოლიციის ინფორმაციით, მარსელში, ლიონში, ტულუზაში, სტრასბურგსა და ლილში აქციის მონაწილეებმა მანქანები დაწვეს, დააზიანეს შენობების ფასადები. ღამის განმავლობაში დაძაბული იყო ვითარება პარიზშიც.

საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის" მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×