რეზონანსი
01.07.2023

ძალადობა მიუღებელია და თოთოეულ ფაქტზე იქნება აუცილებლად რეაგირება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, კასპში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ყველას მოუწოდა ცივილიზებული მეთოდებით,თუნდაც მწვავე ოპონირებით გაცვალონ პოზიციები​ და არა ძალადობით:

"ძალადობა მიუღებელია და თოთოეულ ფაქტზე იქნება აუცილებლად რეაგირება. ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს არ დაუტოვებიათ ძალადობის არცერთი შემთხვევა, რომელზეც რეაგირება არ ყოფილა. ძალადობა არ არის ის მეთოდი რომლითაც ჩვენ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ურთიერთობები გავარკვიოთ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ ცივილიზებული მეთოდებით, დიალოგით თუნდაც მწვავე ოპონირებით გაცვალონ პოზიციები და უთხრან ერთმანეთს სათქმელი,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

კასპში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მომხდარზე ძალადობისა და ნივთის დაზიანების მუხლებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×