რეზონანსი
01.07.2023

თურ­ქეთ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და­კა­ვე­ბა სცა­დეს. ამის შე­სა­ხებ აფხა­ზუ­რი მე­დია წერს. მა­თი­ვე ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ინალ არ­ძინ­ბა, სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში თურ­ქე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

"ჯერ­ჯე­რო­ბით, სხვა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­საც მი­ვი­ღებთ... აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე არა­ფერს წერს აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. თუმ­ცა, იმა­ზე გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში, მას თურ­ქეთ­ში აფხა­ზუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იბ­რა­ჰიმ ავი­ძ­ბა დახ­ვდა" - წერს ტე­ლეგ­რამ არხი Легитимный.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ინალ არ­ძინ­ბა პარ­ტია სამ­შობ­ლოს ლი­დერს, დოგუ პე­რინ­ჩეკს, თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატს თა­ლიხ ხვა­ტიშს (ოზჯანს) და თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის ელჩს ალექ­სეი ერ­ხო­ვის შეხ­ვდა.

"აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ძინ­ბამ თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და რუსი კო­ლე­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით აფხა­ზე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა" - წერს გა­მო­ცე­მა

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, პარ­ტია, რო­მელ­საც ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი შეხ­ვდა, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ანტი-ამე­რი­კუ­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე პარ­ტი­აა. მან და მის­მა ლი­დერ­მა, პე­რინ­ჩეკ­მა თურ­ქე­თის მიერ აფხა­ზე­თის ე.წ. სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბას და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

მი­სი­ვე თქმით, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90% მხარს უჭერს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას". მას­თან სა­უ­ბარ­ში, არ­ძინ­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის "უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, ახა­ლი, უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია".

უკ­რა­ი­ნამ ინალ არ­ძინ­ბა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა 2015 წელს გა­მო­ა­ცხა­და, მა­შინ ის სურ­კოვ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნის მტრე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა. მას სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში დას­დეს ბრა­ლი...

არ­ძინ­ბას თურ­ქეთ­ში ვი­ზიტს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. ნა­წი­ლის თქმით, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნის აე­რო­პორ­ტში შენი ქვეყ­ნის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს აკა­ვე­ბენ.

"ეს უფრო რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მგო­ნია, ვიდ­რე თურ­ქე­თის, რად­გან ამ ქვე­ყა­ნას აფხა­ზე­თი არ უღი­ა­რე­ბია, იქ მას­პინ­ძე­ლი რუ­სე­თის ელჩი იყო და ღირ­სე­უ­ლი დახ­ვედ­რაც მას ევა­ლე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც წესი, ისი­ნი მე­გობ­რო­ბას ჩვენს სახ­ლში გვე­ფი­ცე­ბი­ან, სხვა­გან - არა, დის­კომ­ფორ­ტს არ იქ­მნი­ან" - მი­აჩ­ნია თენ­გიზ აგრბას.

"ნე­ტავ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ პრო-რუ­სებს არ­ძინ­ბა თა­ვის­თან, იქ უფრო გა­მო­ად­გე­ბათ, ვიდ­რე აქ ჩვენ... იმათ­თან უფრო გა­მოს­დის კო­მუ­ნი­კა­ცია, ვიდ­რე ჩვენ­თან. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თურ­ქულ სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ებ­რძო­და, იქი­დან შე­მო­სულ ინ­ვეს­ტო­რებს ომი გა­მო­უ­ცხა­და და ახლა ეტყო­ბა, კუ­თხე­ში მი­იმ­წყვდი­ეს. რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა და არ­ძინ­ბა­მაც - თურ­ქეთ­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად, დიპ­ლო­მა­ტია ჩარ­თო, იქ­ნებ რა­მე­ში შეგ­ვეშ­ვე­ლო­თო და კი­ნა­ღამ და­ა­კა­ვეს. ეს აბ­სურ­დის თე­ატ­რი, უბ­რა­ლოდ, ამაზ­რზენ სა­ხეს იღებს, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ას სძი­ნავს ღრმა ძი­ლით. აქ­ცი­ე­ბი ჩა­ვარ­და, ისე­ვე, რო­გორც ბჟა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი", - წერს ლა­რი­სა ჩა­მა­გუა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×