რეზონანსი
01.07.2023

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ აბიკო აბესაძემ კასპში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა და ბადრი ბასიშვილმა ეს ისე შეფუთეს, თითქოს იქ ადამიანების მისვლა "ქართული ოცნების“  ორგანიზებული იყო. 

"ბასიშვილმა როცა დარეკა ჰქონდა ძალიან შეშინებული ხმა, ბასიშვილსაც და ხაბეიშვილსაც.  რა თქმა უნდა, სიბრალულის გრძნობა როცა გაგვიჩნდა, ავდექით და შევეცადეთ დავხმარებოდით. ჩვენი დეპუტატების მისვლის შემდგომ აგრესია წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, მათ შორის, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომაც ჩვენმა დეპუტატებმაც გასცეს სათანადო პასუხი, რაც ლევან ხაბეიშვილმა და ბადრი ბასიშვილმა გამოიყენეს და შეფუთეს, თითქოს იქ მისული ადამიანები იყვნენ ჩვენი ორგანიზებული და ჩვენი დეპუტატებით ორგანიზებული ჯგუფი," - განაცხადა აბიკო აბესაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×