რეზონანსი
02.07.2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, მეწყერმა 77 წლის კაცი მოიყოლა.

როგორც „დაიჯესტს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები და ამ ეტაპზე, უცნობია კაცის ადგილსამყოფელი.

თვითმხილველები ამბობენ, კაცი საღამოს საათებში, დაკარგული პირუტყვის საძებნელად გავიდა, რა დროსაც ის მეწყერმა მოიყოლა.

ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ხარაგაულში ძლიერი წვიმების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, საქართველოს რკინიგზამ 2 ივლისის 08:00 საათამდე ყველა რეისი გააუქმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×