რეზონანსი
02.07.2023

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ის საფრანგეთში არეულობას "შეშფოთებით" ადევნებს თვალს.­

როგორ შოლცი ამბობს, მას სჯერა, რომ მაკრონი შეძლებს სიტუაციის მართვას.

„არ ველოდები, რომ საფრანგეთი არასტაბილური გახდება, თუნდაც იმ სურათიდან, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა მან.

როგორც მედია წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს სახელმწიფო ვიზიტით გერმანიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით არეულობის გამო მისი გადადება მოუწია.

ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით 719 ადამიანი დააკავეს.საფრანგეთში დემონსტრაციები პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო სამშაბათს დაიწყო. მიტინგების მანძილზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები არაერთხელ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×