რეზონანსი
31.10.2025

24 ოქ­ტომ­ბერს სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ავა­რი­ას 19 წლის ბი­ჭის, ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ დრომ­დე სიკ­ვდილს ებ­რძვის მისი მე­უღ­ლე, ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე, რო­მე­ლიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ექი­მე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ.

„ლიკა კონ­ტაქ­ტუ­რი არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით, იმი­ტომ, რომ სჭირ­დე­ბა რა­ღაც პე­რი­ო­დი ხე­ლოვ­ნურ ძილ­ში ყოფ­ნა, რად­გან ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი, არ ვიცი რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო, ისე­თი დიდი ტრავ­მე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, დრო სჭირ­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რომ გა­მო­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი.

ახლა გვაქვს კი­დევ ოთხი, ხუთი დღე ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი და ამ კრი­ტი­კულ დღე­ებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ლა­ხავს ჩემი შვი­ლი, მე მჯე­რა ამის, ჩემი შვი­ლი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და მწამს უფ­ლის, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობს ჩვენ­თან ერ­თად. მინ­და ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა, მინ­და ყვე­ლას უფალ­მა უბო­ძოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, ღმერ­თმა გა­ა­ხა­როს და გა­აძ­ლი­ე­როს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი. თქვენ არ იცით, რო­გო­რი დიდი იმე­დი და ძალა ხართ ჩვენ­თვის“ - განაცხადა 18 წლის გოგონას მამამ ავთო კუ­ჭუ­ხი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×