
მუსიკოს მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. თაკო ჩარკვიანი გამოცემა „ზმნა“-სთან ინტერვიუში გულახდილად საუბრობს იმ განცდებზე, რომელიც მისი ძმის გარდაცვალებამ გამოიწვია.
„დედამ გულის შუნტირება წლების წინ გაიკეთა. სარქველის ოპერაცია ვერ გავაკეთეთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. გლაუკომის ნიადაგზე ასპროცენტიანი სიბრმავე შეიძინა. რვა წელი ხდება, რაც ასეა. მამა რომ გარდაიცვალა, გლაუკომამ მაღალი წნევა გამოიწვია და ასე დაკარგა მხედველობა.
დედამ არ იცის მამუკას გარდაცვალება. არ მოვისვენე და რამდენიმე მოძღვარს დავეკითხე; მითხრეს, რომ არ მეთქვა ეს მისთვის. ან რა აზრი აქვს? ვინც ნახა, იცის, რომ ის ჩვეულებრივი ცუდად მყოფი პაციენტი არ არის. არაჩვეულებრივად მძიმე პაციენტია. ყოველ დილით ცოცხალი რომ მხვდება ის მიხარია და აბა, რას ვეტყოდი მის მდგომარეობაში?!
ამდენ ხანს რატომ არის რეანიმაციაშიო, ინტერესდება. უკვე პალატაში გადმოვიყვანეთ-მეთქი, ვეუბნები. იცით, რა „გვშველის“? პარკინსონის და ბოლო ორწლიანი პნევმონიების გამო, დედა და მამუკა ვერ ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან. ამიტომ არ უკვირს, რომ ტელეფონზე ვერ ელაპარაკება. მერე მასაც საათების განმავლობაში, არ აქვს საუბრის თავი.
მამუკას გარდაცვალების მეორე დღეს მკითხა: მთაწმინდაზე იყავი ასული? ვიყავი-მეთქი. აბა, გამაგებინე თვალს რომ დავხუჭავ და ჩამეძინება, გავახელ თუ არა, ეს ორი დღეა რატომ მიზის ჯანსუღი აქო?! ეს ხომ არის შეგრძნება, ინფორმაციის შემოსვლა ტვინში, სხეულში. ეს სამყაროს დიდი ენერგეტიკაა“, – ამბობს თაკო ჩარკვანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე