რეზონანსი
01.11.2025

„ქვევრის“ მფლობელის ლაშა ბასლანძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. მას სამშაბათს დაკრძალავენ.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები და ოჯახის ახლობლები ავრცელებენ:

„მეგობრებო, პანაშვიდები: კვირას და ორშაბათს დიღომი 7, სოლოღაშვილის I შესახვევი N9.

გამოსვენება სამშაბათს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან, 14:00 საათზე“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ბერიძე.

ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა. მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×