რეზონანსი
12.11.2025

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე მიხეილ სააკაშვილის "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება.

როგორც "ღამის კურიერის" ეთერში მაია ბითაძემ განაცხადა, ეს გადაყვანა ეფუძნება ამ შემთხვევაში, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ექიმებმა დადეს. მისივე თქმით, კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს. 

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხმაურიანი ადამიანის სამკურნალო დაწესებულებიდან ციხეში გადაყვანას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ის აქამდეც ციხეში უნდა ყოფილიყო, ბუნებრივია, ეფუძნება ამ შემთხვევაში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ექიმებმა დადეს, რის თაობაზეც ჩვენ ინფორმაცია მოვისმინეთ შესაბამისი უწყებიდან. შესაბამისად, ოდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე და დადგა. ჩვენ, გარდა სამედიცინო დასკვნებისა, ჩვენი თვალითაც კარგად ვხედავთ, რომ ის აშკარად განიკურნა ე.წ. დემენციისგან და ნამდვილად კარგად გრძნობს თავს. იმდენად კარგად გრძნობს, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს, რომ საერთოდ გაგვყოფდა და ნაწილს გაგვაქრობდა, გაათავისუფლებდა ჩვენს ქვეყანას იმ ადამიანებისგან, ვინც "ნაცები" არ ვართ. ასე, რომ ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის ნამდვილად ჯანმრთელია. ჯანმრთელი იყო სავარაუდოდ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო და იმის გამო, რომ არ იყო სრულყოფილი სამედიცინო დასკვნა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ეს პიროვნება სრულიად ჯანმრთელია, ამიტომ როდესაც გვაქვს ასეთი დასკვნა, იგი გადაყვანილი იქნა სწორედ იმ დაწესებულებაში, სადაც მისი ადგილია ყველა იმ განაჩენის მიხედვით, რაც დამდგარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ", - აცხადებს მაია ბითაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×