რეზონანსი
14.11.2025

რადიკალური ოპოზიციის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა. საუბარია ბრიფინგზე, რომლის დაწყებამდეც „პრაიმ ტაიმმა“ ბრიუსელიდან ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის ტექსტიც, აქტივისტმა ლევან ჯობავამ, 10 წუთის შემდეგ ბრიფინგზე უცვლელად წაიკითხა.

„იმდენად დამონებულები არიან გარე ძალების მიერ და იმდენად არ ენდობიან ეს გარე ძალები ამ ქვეყნის შიგნით წარმოდგენილ ამ ძალიან დაბალი პროფესიონალიზმის მქონე აგენტურას, რომ პირდაპირი მითითება იყო, ასე სამარცხვინო, რომ ერთი სიტყვაც კი არ შეცვალოთო. ანუ ასეთი მარტივი ტექსტის დაწერაც კი არ ანდეს ადგილობრივ აგენტურას, დაუწერეს თვითონ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან არიან დამონებულები“, - განაცხადა სეფაშვილმა.

Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.

ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის მიერ ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×