რეზონანსი
14.11.2025

"ფეისბუქზე", ერთ-ერთ გვერდზე, ნიკუშა შენგელაიას და ეკა ჭიჭინაძის ქონების შესახებ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სოციალურ ქსელშიც ხშირად ტრიალებს და ისედაც არ იყო საიდუმლო. საუბარია შენგელაიების ქონებაზე:

6 საცხოვრებელი ბინა (სახლი) თბილისში, წყნეთსა და ბათუმში, 4 ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 270 000 დოლარია, ასევე მითითებულია 345 800 ლარი საბანკო ანგარიშზე და 480 000 დოლარი ანაბარზე...

ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ნიკუშა შენგელაიას ვთხოვეთ კომენტარი.

მან საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ ყველაფერი შრომით, თაობების მიერ არის შექმნილი, შევსებულია დეკლარაცია და არაფერია დამალული...

რაც შეეხება ინტერვიუს, მხოლოდ ეს განაცხადა, - "არ მეკადრება პასუხი გავცე ჭორიკანებს!"

წყარო: kvirispalitra.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×