რეზონანსი
02.12.2025

ლელო-ძლიერი საქართველოს მიაჩნია, რომ აქციებზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებაში ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ ვატო სურგულაძემ განაცხადა.

"ლელო-ძლიერი საქართველოს მიგვაჩნია, რომ ამ საქმის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) რომელიც ზუსტად ამ საკითხებითაა დაკავებული და ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მივმართავთ, რომ ამ საკითხის გარკვევაში რაც შეიძლება სწრაფად დაგვეხმარონ. 

ასევე, უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რომ მათმა მთავრობებმა ამ ორგანიზაციას მიმართონ იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად დაიძრას და ნამდვილი გამოძიება ჩატარდეს". - თქვა ლელო-ძლიერი საქართველოს წევრმა, ვატო სურგულაძემ.

ვატო სურგულაძის განცხადებით, მან შარშან ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით, იკვლევდნენ თუ არა,  რომელ მომწამლავ ნივთიერებებს იყენებდა შსს აქციების დარბევის დროს.

"1 წლის წინ, 2024 წლის 4 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შევიტანე იმ საკითხთან დაკავშირებით, იკვლევდნენ თუ არა, რომელ მომწამლავ ნივთიერებებს იყენებდა შსს აქციებზე ვითომ წესრიგის დასაცავად. 10 დღეში მათგან პასუხი მივიღე, რომ ამ ნივთიერების გამოყენება ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდებოდა და ამაში პრობლემა არ იყო". - თქვა სურგულაძემ.

გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×